პროექტებით სწავლება იძლევა შესაძლებლობას სასწავლო აქტივობები
დაუკავშირდეს ცხოვრებისეულს . მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარები და
გაზარდოს
სასწავლო პროცესში
მოსწავლეთა ჩართულობა .
პროექტებით ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ და
ვასწავლოთ მოსწავლეებს ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები . აუცილებელია
დროის განსაზღვრა . ეს მოსწავლეებს დაეხმარებათ 21 - ე საუკუნის უნარ - ჩვევებისა და
სასწავლო სტანდარტის მიღწევაში .
გავიღრმავეთ ცოდნა
მოსწავლეთა სასწავლო პროექტების შეფასების
მეთოდებზე. მოსწავლეებს როგორ დავეხმაროთ თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებაში , რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოვიყენებთ და დავხვეწავთ .
მსურს ჩემი
პროექტი იყოს კარგად ორგანიზებული , რომელშიც ჩემი მოსწავლეებიცჩაერთვებიან და აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს
.
მასწავლებლის ვალდებულებაა
სწავლის პროცესის სრულყოფილად წარმართვა , სასწავლო გეგმის შესრულება , შეფასება და
შედგენა. იგი იღებს გადაწყვეტილებას , თუ როგორ გამოიყენოს სასწავლო გეგმა კლასში
.მასწავლებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს , თუ როგორ მიიღებს
სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს
მოსწავლე. პროექტით დაფუძნებული სწავლების
უპირატესობაა:მაღალი დონის აზროვნების წახალისება ,ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა
და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა , კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარება,
აზროვნების მაღალი დონე ,პრობლემების გადაჭრა , თანამშრომლობა , კომუნიკაცია , სხვადასხვა
ტიპის სტრატეგიების გამოყენება შესაძლებელს ხდის მოსწავლეების აქტიურ ჩართვას სწავლების
პროცესში .მადლობა ჩვენს ტრენერს დიანა მიქაძეს საინტერესო ტრენინგისათვის . მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და კორპორაცია ინტელს .
No comments:
Post a Comment