Saturday, June 27, 2015

ფატმან იაკობიძის პროექტის პორტფოლიოს სანახავად  იხილეთ ბმული
ტრენინგის მეცხრე დღე



 პროექტებით სწავლება იძლევა შესაძლებლობას სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულს . მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს
სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა . 
 პროექტებით ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ და ვასწავლოთ მოსწავლეებს ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები . აუცილებელია დროის განსაზღვრა . ეს მოსწავლეებს დაეხმარებათ 21 - ე საუკუნის უნარ - ჩვევებისა და სასწავლო სტანდარტის მიღწევაში .   
გავიღრმავეთ ცოდნა მოსწავლეთა სასწავლო  პროექტების შეფასების მეთოდებზე. მოსწავლეებს როგორ დავეხმაროთ თვითშეფასებისა და თვითრეგულირების  უნარის განვითარებაში , რომელსაც მთელი წლის   განმავლობაში გამოვიყენებთ და დავხვეწავთ .
   მსურს ჩემი პროექტი იყოს კარგად ორგანიზებული , რომელშიც ჩემი მოსწავლეებიცჩაერთვებიან და  აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს .                                                                                              

მასწავლებლის ვალდებულებაა სწავლის პროცესის სრულყოფილად წარმართვა , სასწავლო გეგმის შესრულება , შეფასება და შედგენა. იგი იღებს გადაწყვეტილებას , თუ როგორ გამოიყენოს სასწავლო გეგმა კლასში .მასწავლებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს , თუ  როგორ მიიღებს  სასწავლო გეგმით  გათვალისწინებულ საკითხებს მოსწავლე.  პროექტით დაფუძნებული სწავლების უპირატესობაა:მაღალი დონის აზროვნების წახალისება ,ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა , კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარება, აზროვნების მაღალი დონე ,პრობლემების გადაჭრა , თანამშრომლობა , კომუნიკაცია , სხვადასხვა ტიპის სტრატეგიების გამოყენება შესაძლებელს ხდის მოსწავლეების აქტიურ ჩართვას სწავლების პროცესში .მადლობა ჩვენს ტრენერს დიანა მიქაძეს  საინტერესო ტრენინგისათვის . მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და კორპორაცია ინტელს .
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგზე განვიხილეთ  საშინაო  დავალება. შევისწავლეთ მოდ ული 7.  ფასილიტაცია ტექნოლოგიებით . გავეცანი რა მნიშვნელობა  ენიჭება  კითხვების დასმას  მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი  დონის სააზროვნო უნარების  წახალისებისათვის . როგორ უნდა შევქმნათ  ფასილიტაციის რესურსები.რა არის საჭირო წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელებისათვის . ეს დაეხმარებათ მოსწავლეებს, მიმართულების მიცემით კიდევ უფრო კარგად გაიგონ თემის შესახებ .

ტრენინგის მეშვიდე დღე. დავამუშავეთ კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა . გავეცანით 6 მოდულს .გავუკეთეტ ადაპტირება . და მოვარგოთ ჩვენს პროექტს . სპეციალური საჭიროების მოსწავლეებზე ვისწავ;ლი მიდგომის წესებს .ვისწავლეთ drive.google.com -ზე შესვლა და გამოყენება .
 

ტრენინგის მეექვს დღე. როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში  ინტერნეტს . ვისწავლე მოსწავლეთა  ნიმუავარაში და ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნექმნაზე .
ტრენინგის მეხუთე დღე
ტ რენინგის მეხუთე დღე